„საქართველო – სიყვარულის მიწა“ – რას წერს ჟურნალში “VOYAGE” საქართველოზე

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ჟურნალში “VOYAGE” გამოქვეყნდა ცნობილი ბულგარელი პროდიუსერის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტის ვლადინა ცეკოვას სტატია სახელწოაადებით „საქართველო – სიყვარულის მიწა“.

ვლადინა ცეკოვა საქართველოში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საელჩოს მიერ ორგანიზებული პრეს ტურის ფარგლებში, გასულ წელს იმყოფებოდა.

“სტატიაში იგი ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, ქვეყნის უნიკალურ ისტორიაზე, ტრადიციებზე, განსხვავებულ ფოლკლორსა და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე საუბრობს.

გარდა ამისა, იგი სტატიაში დეტალურად აღწერს ვარძიის მონასტრის მონახულების საკუთარ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს. ასევე, სოფელ უდეში 15 საუკუნის წინ აგებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ისტორიას.

ვლადინა ცეკოვას თქმით, სწორედ ის ფაქტი, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი ტრადიციები და ადათ-წესები დღემდე შეინარჩუნა, საქართველოს უნიკალურობის საწინდარია“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები