ჰოლივუდის Cinema Makeup School -ის ბროშურის პირველ გვერდზე ქეთო ჩანთაძის ნამუშევარია

აშშ-ის პრესტიჟული სკოლის – Cinema Makeup School – ის მიერ გამოცემული ბროშურის პირველ გვერდზე ქართველი Make up არტისტის ქეთო ჩანთაძის ნამუშევარი დაიბეჭდა, სასწავლო პროგრამის კონცეფციის დიზაინის პირველ გვერდზე ქართველი არტისტის ნამუშევარია, მეორე გვერდზე კი – პროგრამის მოკლე აღწერილობაა განთავსებული.

ქეთო ჰოლივუდში, კინოინდუსტრიის ცენტრში ეუფლება ვიზაჟის ხელოვნებას. აქ მოხვედრისათვის თვითნასწავლი ნიჭიერი გრიმიორი სპეციალურ კონკურსში მონაწილეობდა,სადაც მის მიერ შექმნილმა ნამუშევარმა – სიკვდილის ანგელოზის კოსტიუმი კონოფილმიდან – Hellboy 2 განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ქეთო ჩანთაძემ “ქართულ კვირას” ამერიკიდან გაუზიარა წარმატების ამბავი და მომავლის გეგმები: “პირველი კურსი 2017 წელს  გავიარე და 2018 წელს დავასრულე , მთლიანი კურსი იყო. ახლა 4 კვირიანი კურსი ავიღე და პირველივე დღეს ამ საჩუქრით შემხვდნენ, აქამდე არ ჰქონდათ, ახლა დაიწყეს ბუკლეტების ბეჭდვა და ძალიან გამიკვირდა სიხარულთან ერთად… რადგან ამ ნამუშევრიდან 3 წელია გასული და ის ჯერ კიდევ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება, რაც კიდევ მეტად მახარებს.რა თქმა უნდა საოცარი გრძნობაა, როდესაც ამხელა სკოლის კურსდამთავრებული და ერთ-ერთი რჩეული სტუდენტი ხარ, თუმცა  ვფიქრობ ეს მხოლოდ დასაწყისია…”

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები