ადამიანი, რომელსაც ამერიკაში უამრავ ოჯახში შობა-ახალი წელი მოჰყავს – ცირა ახობაძის საახალწლო სასწაულები

ვიდეობლოგი გაგაცნობთ ქართველ ხელოვანს, რომელსაც ამერიკაში უამრავ ოჯახში შობა-ახალი წელი მოჰყავს – როგორ ქმნის ცირა ახობაძე საახალწლო სასწაულებს და რატომ არის მისი შემოქმედებითი ცხოვრება ასე მრავალფეროვანი და გამორჩეული, შეიტყობთ ინტერვიუდან.

ცირა ნიუ-იორკში 2002 წლიდან ცხოვრობს. დაამთავრა თბილისის ხელოვნების აკადემია. სწავლის პერიოდიდან მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. თბილისში და ქუთაისში რამდენიმე პერსონალური გამოფენაც ჰქონდა. 2001 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. 2003 წლიდან, მისი გამოფენები უკვე აშშ-ის პრესტიჟულ სახელოვნებო სივრცეებში ეწყობა. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული არტისტია, მისი საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება ამოუწურავია და გარდა მხატვრობისა გამოირჩევა დიზაინით, ვიზაჟის ხელოვნებით, მხატვრული ფოტოგრაფიით… ცირას ნამუშევრები აშშ-ში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი უამრავ გამოფენას და კერძო კოლექციას ამშვენებს.

ცირა ახობაძის ნაძვისხის სათამაშოები და საახალწლო დეკორაციები ქართული ორნამენტებითაა დამშვენებული, ყველა დეტალი ხელითაა შექმნილი და არ მეორდება. როგორ იქმნება უნიკალური, ექსკლუზიური ნამუშევრები ნახეთ ვიდეობლოგი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები