რობერტ შუმანის ევროპულ სასწავლებელში კონკურსის „ჩემი ზღაპარი“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

გერმანიის ელჩმა საქართველოში,ჰუბერტ ქნირშმა რობერტ შუმანის ევროპულ სასწავლებელში „ანი-Zet“ მონაწილეობა მიიღო კონკურსის „ჩემი ზღაპარი“ გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაში.კონკურსში მონაწილეობდნენ გერმანიის პარტნიორი სკოლების მე-9; მე-12 კლასის მოსწავლეები, დააჯილდოვეს რვა საუკეთესო მოთხრობა, რომლებიც ილუსტრირებული იქნა და ერთ წიგნად გამოიცა.

წერის ეს კონკურსი 2015 წლიდან არსებობს, კონკურსი ხორციელდება რობერტ შუმანის ევროპული სასწავლებლის მიერ საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური სამსახურისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

საზეიმო დაჯილდოების შემდეგ გერმანიის ელჩმა 12 მოსწავლეს გერმანული ენის დიპლომები (DSD 1) გადასცა, რომელიც აუცილებელია გერმანიის უნივერსიტეტში სწავლის მოსამზადებელ კოლეჯებში ჩარიცხვისათვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები