კომაროველები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

ახალი სასწავლო წლიდან კომაროველები  სწავლას განაგრობენ ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, როგორიცა Massachusetts Institute of Technology (MIT), Vanderbilt University, Princeton University, Lafayette College. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.

2022 წლის სექტემბრიდან კომაროველებს შესაძლებლობა აქვთ  შემდეგ უნივერსიტეტებში ისწავლონ:

  • თეიმურაზ თოლორაია-MIT (აშშ)
  • ანა ონოფრიშვილი- MIT (აშშ)
  • გიორგი ძაძამია- Vanderbilt (აშშ)
  • ლაშა გიორგი  შამუგია- Princeton (აშშ)
  • ლაშა გელაძე- Lafayette (აშშ)

„შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცესი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და ეტაპობრივად შემოგთავაზებთ იმ კომაროველი მოსწავლეების სიას, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან სწავლას საზღვარგარეთ განაგრძობენ.

მადლობას ვუხდით სკოლის უნივერსიტეტებთან ურთიერთობის სამსახურსა (University Counseling Office) და მის ხელმძღვანელს, მაია ოთიაშვილს შესაბამისი პროცესების ოპერატიულად და კვალიფიციურად წარმართვისთვის.

კომაროვის სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს!“ – ნათქვამია სკოლა-პანსიონი კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები