საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN-სტატიათა ციკლს აქვეყნებს

“გაიცანი საქართველოს ტრადიციები, ტურისტული ადგილები და ხალხი“ — საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN-სტატიათა ციკლს აქვეყნებს. “საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა“; ”ქართული ღვინო და სტუმართმოყვარეობა“; ”იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, მღვიმეები; ვენახები და გამაჯანსაღებელი კურორტები-გზამკვლევი იმერეთში“; ”საქართველოს საოცარი ქვეყანა, გრძელი დღესასწაულები და ჯადოსნური ზამთარი“; “საქართველო ზამთრის საოცრებათა ქვეყანა“ – ამ სახელწოდებით სტატიები CNN-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვრცელდება. თითოეულ სტატიას CNN-ზე ერთი სლოგანი აერთიანებს – “დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში.”
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს, როგორებიცაა Conde Nast Traveler Global, Conde Nast Traveler Middle East, Time Out Magazine Middle East, Wego, CNN, National Geographic, Expedia, Vogue. კამპანიის ფარგლებში CNN- ზე გადის საქართველოს ზამთრის კურორტების ამსახველი ვიდეო რგოლიც.
კამპანია მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, აშშ-ში. კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები