„მეოთხე ბრაიტონი“ საუდის არაბეთში დაჯილდოვდა

საუდის არაბეთში, წითელი ზღვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი  მთავარი პრიზი აიღო. “Red Sea International Film Festival“-ზე ლევან კოღუაშვილს პრიზი საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ჟიურის თავმჯდომარემ, ჯუზეპე ტორნატორემ გადასცა.

ფილმი ემიგრაციაში მყოფი ქართველების შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლს კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს, ასევე ერთ -ერთ მთავარ როლშია ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც “მეოთხე ბრაიტონი” სამწუხაროდ ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი ნიუ იორკშია გადაღებული ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”

შეგახსენებთ, რომ ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით სწორედ  ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები