უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს სტუმრობენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკრაინიდან მაღალრეიტინგული უკრაინული მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს მასპინძლობს

8 დღიანი ტურის განმავლობაში უკრაინელი ჟურნალისტები ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას, მცხეთას, თბილისს მოინახულებენ. დაათვალიერებენ ქუთაისსა და წყალტუბოს, ეწვევიან ვანის მუზეუმს. მოინახულებენ მესტიასა და უშგულს.

მედიის წარმომადგენლები ვიდეო სიუჟეტებს, სტატიებს, ფოტო რეპორტაჟებსა და ბლოგებს საქართველოს სამთო და გამაჯანსაღებელი კურორტების, კულტურის, კულინარიისა და ღვინის შესახებ მოამზადებენ, რომელსაც უკრაინაში მილიონობით მაყურებელი და მკითხველი გაეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები