საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 7 მედალი მოიპოვეს

შუმენის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 7 მედალი მოიპოვეს. წელს, შუმენის რიგით მეცამეტე ოლიმპიადა დისტანციურად გაიმართა  და მასში 20-მდე ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ოლიმპიადაზე –  ლუკა მოსიაშვილი ვერცხლის,  ხოლო  გიორგი ნადარეიშვილი, გიორგი ჩხაიძე, იაკობ რიგვავა, ქეთევან ციმაკურიძე, ნიკა თამლიანი და ლუკა მელაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები