წარმატებული ქართველი ავიაინჟინერი,  რომელიც აშშ-ში ნოვატორულ პროექტებზე მუშაობს

ვიდეობლოგის სტუმარი ამერიკაში წარმატებული ქართველი ავიაინჟინერი ილია არტემიძეა. ის ცნობილი ნოვატორული კომპანიის Aerotec-ის საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელია და ისეთ ინოვაციურ და ამბიციურ პროექტებზე მუშაობს, როგორიც მაგალითად პირველი ელექტროძრავაზე მომუშავე თვითმფრინავია, რომელმაც გასულ წელს წარმატებით გაიარა პირველი ტესტირება.

Aerotec-ის მიზანი სამომავლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ბიუჯეტური თვითმფრინავების შექმნაა.

პროფესიული არჩევანი ოჯახურმა ტრადიციებმაც განაპირობა. ერთ-ერთი ურთულესი, თუმცა საინტერესო საქმიანობა პაპის ქართული ავიაციის ვეტერანი მფრინავის გავლენით მოეწონა. პირველად საჭეს ბავშვობაში მიუჯდა და მას შემდეგ სხვა პროფესიაზე არასდროს უოცნებია…

როგორია ქართველი ავიაკონსტრუქტორის გზა ამერიკაში და რა ინოვაციური პროექტებია წინ კიდევ გეგმაში – ნახეთ ინტერვიუ.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები