ბაქოში, ხალიჩების სახელმწიფო მუზეუმში ნინო ყიფშიძის გამოფენა გაიხსნა

30 ნოემბერს, ბაქოში, აზერბაიჯანის „ხალიჩების სახელმწიფო მუზეუმში“, საქართველოს საელჩოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიხსნა ქართველი მხატვრის, ტექსტილზე მომუშავე ფერმწერის ნინო ყიფშიძის ნამუშევრების გამოფენა.

გამოფენაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ. მან ისაუბრა ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზე კულტურის სფეროში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კულტურა და ხელოვნება ასრულებს მნიშვნელოვან როლს ხალხთა დაახლოებისთვის. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ გამოფენა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის გაღრმავების პროცესს.

ნინო ყიფშიძის შემოქმედებაში ასახულია ქართული ტრადიციული ხალხური მოტივები ასევე აღმოსავლური და რელიგიური სიუჟეტები.ღონისძიებას ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს, კულტურისა და ხელოვნების წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და ქალაქ ბაქოს ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

გამოფენის ნახვა 2022 წლის 22 იანვრამდე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები