იაპონიაში ღონისძიება “ქართული დღე” გაიმართა

იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა ტოკიოში გამართულ ღონისძიებას “ქართული დღე” დაესწრო და ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიება კომპანია “Japan Arts”-ის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

„”Japan Arts” იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა კონცერტებისა თუ სხვა შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზების სფეროში და აქტიურად არის ჩართული იაპონური საზოგადოებისათვის ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობის საქმეში.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება ქართულ ღვინოსა და სამზარეულოსთან ერთად, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებას, ჩვენი ეროვნული სამოსისა და კინოს კულტურას გაეცნო“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები