ინფორმაცია უნგრეთში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ

საქართველოს საელჩო უნგრეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში დაწესებული ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: უნგრეთის მთავრობის განკარგულების თანახმად, 2021 წ. 19 ნოემბრის 24:00 საათიდან, სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ სივრცეებში:

მაღაზიებში; სავაჭრო ცენტრებში (გარდა ოფისებისა, ბიზნეს დაწესებულებებისა და სპორტისთვის განკუთვნილ სივრცეებისა);კულტურულ ღონისძიებებზე:თეატრი, ცეკვა, მუსიკა (გარდა შემსრულებლებისა);ბაზრობებზე; კინოთეატრებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, არქივებში, საზოგადოებრივ კულტურულ დაწესებულებებში, საჯარო მმართველობის ორგანოებში, საფოსტო ოფისებში;სპორტულ ღონისძიებებზე (სპორტსმენების, მწვრთნელების, მსაჯების გარდა);სავარჯიშო დარბაზების, საცურაო აუზების, სპა ცენტრების, სასტუმროების, რესტორნების პერსონალისთვის; საბავშვო ბაღებსა და სკოლებში პირბადის ტარებს წესს ადგენს დაწესებულებების დირექტორი;ღონისძიებებზე (500 კაცზე მეტი) დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციის ბარათით;

პირბადის ტარების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: ექვს წლამდე ასაკის ბავშვები, ფსიქოსოციალური პრობლემებისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირები. დამატებითი ზომები: მესამე დოზით ვაქცინაცია სავალდებულოა ჯანდაცვის მუშაკებისთვის;

ვაქცინაცია სავალდებულოა პრემიერ-მინისტრის კაბინეტისა და სამთავრობო აპარატის თანამშრომლებისათვის;

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები