ინფორმაცია მოგზაურთათვის – გაერთიანებული სამეფო WHOEUL-ში შემავალ ვაქცინებს აღიარებს

თბილისში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, 22 ნოემბრიდან, გაერთიანებული სამეფო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების სიაში (WHOEUL) შემავალ ვაქცინებს აღიარებს.

აქედან გამომდინარე, ყველა მოგზაურისთვის, Sinovac, Sinopharm Beijing და Covaxin ვაქცინები დაემატება გაერთიანებული სამეფოს მიერ დამტკიცებული ვაქცინების სიას.

მგზავრებს, რომლებმაც სრულად ჩაიტარეს ვაქცინაციის კურსი და მიიღეს ვაქცინაციის სერტიფიკატი, არ მოეთხოვებათ გამგზავრების წინ და მე-8 დღეს ტესტის ჩატარება ან თვითიზოლაციის გავლა ბრიტანეთში ჩასვლისას.

ამის ნაცვლად, მგზავრებმა გაერთიანებულ სამეფოში შესვლისას მხოლოდ მეორე დღეს უნდა ჩაიტარონ ტესტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები