“ეს ისტორია ემიგრაციის მედლის მეორე მხარეა, რომელიც ღირსების ყელსაბამია და ამას ქართველობა ჰქვია! “

„ეს ისტორია ემიგრაციის მედლის მეორე მხარეა, რომელიც ღირსების ყელსაბამია და ამას ქართველობა ჰქვია!“ – ეს იტალიაში მცხოვრები ემიგრანტის, ჟურნალისტის ხათუნა შარაძის წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“რა უცნაური ფენომენია ემიგრაცია. მცენარესავით ამოიძირკვები საკუთარი მიწიდან და სხვა მიწაზე გადაირგვები, ნებით, საკუთარი ხელით და სურვილით. წყალსაც უნდა შეეჩვიო, ჰაერსაც, იატაკსაც და აქაური წყლით მოზელილი პურის გემოსაც, მაკარონსაც 🙂

მოქმედება იტალიაში ვითარდება, პასტის ქვეყანაში, იუნესკო რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს იცავს, აი იმ  ქვეყანაზეა საუბარი, მის წარსულზე რომ საერთოდ აღარფერი ვთქვა… ფერარები, მონიკა, მიქელანჯელო, კოლიზეუმი, ვატიკანი და დანტე… ასე უსასრულოდ…

შენს ბუნებრივ სოციუმში როცა ცხოვრობ, გენეტიკურად ემბრიონიდანვე ეჩვევი იმ გარემოს სადაც უნდა დაიბადო, გაიზარდო, ჩამოყალიბდე და იქცე ან ადამიანად ან სტატისტიკად… მერე მთელი შენი შეგნებული ცხოვრება, ერთ ფუთ მარილს ჭამ თითოეულ ადამიანთან, ვინც შენი ცხოვრების გზაზე გადაიკვეთება. იწყებ ეტიკეტით, ბალანსით, საჭირო უნარ-ჩვევებით და სადღაც წლების შემდეგ ხვდები ეს ადამიანი ვინ არის, რა უნდა სთხოვო და რა არა, ან საერთოდ თუ უნდა იურთიერთო მასთან… სავსეა ჩვენი ცხოვრება მკვდარი ადამიანებით, სიტყვით ან მოქმედებებით რომ გკლავენ და შემდეგ სადღაც ვინახავთ ამ მიცვალებულებს, ცოცხალ მიცვალებულებს და ვცდილობთ გამოცდილება მივიღოთ და გავიზარდოთ…

ემიგრაციის ფენომენი რაში მდგომარეობს იმას გეტყვით ახლა. ერთი თვე არც არის, რაც მეგობარი ჩამოვიდა იტალიაში. მისი ემიგრაციაში ყოფნა ცოტა არ იყოს და მრცხვენია კიდეც… ემიგრანტის ცხოვრება ასე, ტოვებ საკუთარ სხეულს და სხვა სხეულით აგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ აუცილებლად გჭირდება ადამიანი, შენიანი, შენი თანამემამულე, რადგან გონზე არ ხარ შენს ირგვლივ რა ხდება.

მოკლედ, ჩემი მეგობრისთვის, იმ ქალაქში სადაც მუშაობა დაიწყო, ვეძებ ქართველს, რომელიც ქალაქის რეალობის აღქმაში დაეხმარება. დავწერე ჩემს კედელზე, გამოეხმაურა ჩემს თხოვნას უცნობი ქართველი Forjist Forjist, მირჩია მისი მეგობარი, ასევე ჩემთვის უცნობი ქართველი და ახლა ეს უცნობი გოგო, აგერ პირად შეტყობინებაში მწერს, Alisa Kosmenashvili “თქვენ არ ინერვიულოთ, აბა რას ვიზამ, ყველანაირად დავეხმარები თქვენს მეგობარს და გვერდით ვეყოლებიო“…

ფუთი მარილი არ სჭირდება ადამაინების სიყვარულს, ადამიანობას და ქართველად ყოფნას!

ეს ისტორია ემიგრაციის მედლის მეორე მხარეა, რომელიც ღირსების ყელსაბამია და ამას ქართველობა ჰქვია!

მიყვარხართ ქართველებო! მადლობა ფორჯისთ, მადლობა ალისა ❤ Ирина Саджаия მშვიდად ვარ ❤”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები