Forbes – “საქართველო ტურისტებისა და დისტანციურად მომუშავეთათვის იდეალური მიმართულებაა“

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „Forbes“ მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით „რატომ არის კავკასიის ეს ქვეყანა თანაბრად იდეალური როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე დისტანციურად მომუშავეებისთვის.“

სტატიის ავტორი რანა გუდი „Forbes“-ის მკითხველს საქართველოს ტურისტულ ადგილებს, ბუნებას, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელებს დიდი ხნით დარჩენა შეუძლიათ.

„საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, საქართველო პატარაა, მაგრამ საოცრად მიმზიდველი როგორც მოგზაურებისთვის, ასევე დისტანციურად მომუშავეთათვის. აქ ყველა რაღაცას იპოვის. პლაჟის, მთების, ღვინის, კულინარიის მოყვარულებს შეუძლია იმოგზაურონ, ისიამოვნონ და ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღონ საქართველოში.  თუ შეგიყვარდათ ეს ქვეყანა და დიდი ხნით დარჩენა გსურთ ეს ძალიან მარტივია, საქართველოს უნიკალური სავიზო რეჟიმი აქვს, რაც უცხოელებს საშუალებას აძლევს ერთ წლამდე დარჩნენ ქვეყანაში, ეს განსაკუთრებით მიმზიდველია დისტანციურად მომუშავეთათვის“ წერს ჟურნალისტი რანა გუდი და სტატიის დიდ ნაწილს თბილისის, სვანეთის, უშგულის, რაჭის აღწერას უთმობს. სტატიაში მოთხრობილია იმერული, კახური, სვანური სამზარეულოს,ქართული ღვინის მომზადების წესებსა და ქვევრის 8 ათას წლოვანი ისტორიის შესახებ.

„Forbes”-ის ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები