მოძრაობა ეკვილიბრიუმი საზღვრისპირა სოფლებს ესტუმრა

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერას აგრძელებს და ამ სოფლების ბიბლიოთეკებისთვის უახლესი ლიტერატურა ჩააქვს.

„ამჯერად საზღვრისპირა სოფელ მოლაოღლიში ჩავედით და ეთნიკურად აზარბაიჯანელ თანამოქალაქეებს, სათემო ცენტრში ქართული წიგნები ჩავუტანეთ. კვლავაც ჩვენთან იყო დემოკრატიის ლაბორატორია და თამაში „დავითა“, რომელიც ახალგაზრდებს ისტორიის ცოდნას უღრმავებს და დეზინფორმაციის თავიდან არიდებაში ეხმარება”, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მოძრაობა ეკვილიბრიუმის დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ.

ეკვილიბრიუმი საგანმანათლებლო მოძრაობაა. ის  2012 წელს დაფუძნდა  და ამ  იდეის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლავთ.

საგანმანათლებლო მოძრაობის მიზანი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები