11 ოქტომბერს საქართველოს ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის „წითელი სიიდან“ ამოიღებენ

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, 11 ოქტომბერს, 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) საქართველოს ბრიტანეთის საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმის ე. წ. „წითელი სიიდან“ ამოიღებენ.

საქართველოდან მიმავალი მოქალაქეები ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას შემდეგი პირობებით შეძლებენ:

ბრიტანეთში შესვლა შესაძლებელია ყველა მოგზაურისთვის, რომელიც ჩამოდის საქართველოდან და მათთვის ვინც ფლობს დიდი ბრიტანეთის ბინადრობის მოწმობის დოკუმენტს.

საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ ადამიანებს არ უწევთ სასტუმროს სავალდებულო კარანტინის გავლა.

იხილეთ ვაქცინირებული/არაცაქცინირებული პირებისთვის შესვლის წესები:

ბრიტანეთის საყოველთაო ვაქცინის პროცესის ფარგლებში, სრულად აცრილი პირებისთვის, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის დამამტკიცებელი საბუთი, გამგზავრებამდე ტესტირების და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან და ჩასვლიდან მხოლოდ მეორე დღეს უნდა ჩაიტარონ PCR ტესტირება. ეს წესი ასევე ეხება დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 18 წლამდე პირებს.

საქართველოში ‘’AstraZeneca’’ ან ‘’Pfizer’’–ით სრულად აცრილი პირებისთვის გამგზავრებამდე საჭიროა მგზავრის ლოკაციის ფორმის შევსება და PCR ტესტის ჩატარება ჩამოსვლიდან მეორე დღეს (რომელიც გამგზავრებამდე უნდა დაიჯავშნოს). ეს წესი ასევე ეხება 18 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.

საქართველოში ‘’Sinopharm’’–ით ან ‘’Sinovac’’–ით სრულად აცრილი პირებისთვის, საჭიროა გამგზავრებამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის გაკეთება, საზღვარზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის მიზნით, მგზავრის ლოკაციის ფორმის შევსება მოგზაურობამდე და თვითიზოლაციის მეორე და მერვე დღეს PCR ტესტის ჩაბარება. ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრობის ადგილსამყოფელი ფორმის შევსება 10 დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.

დიდ ბრიტანეთში ან საქართველოში ნაწილობრივ (ერთჯერადად) ნებისმიერი ვაქცინით აცრილი პირებისთვის, საჭიროა გამგზავრებამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის ჩატარება, მოგზაურობამდე მგზავრის ლოკაციის ფორმის შევსება, PCR ტესტის ჩატარება ჩამოსვლიდან მეორე და მერვე დღეს (რომელიც გამგზავრებამდე უნდა დაიჯავშნოს)  და მგზავრობის ადგილსამყოფელი ფორმის შევსება 10 დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები