კიდევ ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე

იტალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ფინალში უზბეკი სუხრობ რაჯაბოვი ვაზარით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. ტურნირზე იგი მეორე წრიდან ჩაერთო და ფინალამდე გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაური, ქართველი მიხეილ ჯაფარიძე და რუსი მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა.

ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედლის მფლობელი მძიმე წონაში მოასპარეზე საბა ინანეიშვილია. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში უნგრელი რიჩარდ სიპოჩი დაამარცხა. მანამდე კი უკრაინელ სერგი კოვბასიუკს, ბელგიელ ივეს ნდაოს და უზბეკ შოხრუხ მამარასულოვს მოუგო.

მძიმე წონაში ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

წინა დღეებში ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) გახდნენ.

საბოლოოდ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დადო მსოფლიოს ჩემპიონატზე – 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა და ქალთა საერთო ჩათვლაში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები