,,ნეტავ მეც მალე დავბრუნდებოდე ჩემს მიწაზე, სადაც 3 შვილი მელოდება…“

ირინა იოსებაშვილი ქართველი ემიგრანტია საბერძნეთში, ის ათენში ცხოვრობს და მუშაობს. 12 წლის წინ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასულიყო, საქართველოში კი 3 მცირეწლოვანი შვილის დატოვება მოუწია… ემიგრანტობა წერამ გადაატანინა. გულის ნადებს კალმით გადმოცემს, წერს ლექსებსა და ჩანახატებს. ირინას სოციალურ ქსელში უამრავი გამომწერი ჰყავს და მკითხველს სიამოვნებით უზიარებს საკუთარ შემოქმედებას.

,,დრო ყველაფერს კურნავსო ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. იმაზე დიდი საწუხარი ქართველი დედისთვის არაფერია, როდესაც შვილების დატოვება და სამშობლოდან შორს წასვლა გიწევს… უცხო ქვეყანა, უცხო გარემო და ადამიანები –  ყველაფერი უჩვეულოა, შენც უცხო ხარ და ცდილობ არ დაიკარგო, გადარჩე… ემიგრაციაში ყოფნა წერამ გამიადვილა. იმდენი რამ მაქვს საკუთარი ცხოვრებიდან მოსაყოლი, მათ შორის იმ ადამიანებზე ვინც ჩემს ცხოვრებაში მოხვდა, ზოგმა მათგანმა ტკივილი დამიტოვა, ზოგმა სიყვარული, ზოგმა ბედნიერება მაჩუქა, მეც ვცდილობ მათზე ვწერო და ვწერო…

ხშირად დავდივარ ათენის ქუჩებში, ვუყურებ სახლებს, აქაურ მთებს, ბუნებას და დამიჯერეთ არსად არ ამოდის მზე ისე ლამაზად, როგორც საქართველოში… ყველა ემიგრანტს ვუსურვებ გამძლეობას და შინ მალე დაბრუნებას. ჩემს თავსაც ვუსურვებდი მალე ჩამოსვლას ჩემს მიწაზე, სადაც 3 შვილი მელოდება.“

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები