ქართველების წარმატება მსოფლიოს უძლიერეს მამაკაცებს შორის

ესპანეთში, სევილიაში ევროპის არნოლდ კლასიკზე 2 ქართველი ათლეტი ჭაბუკა ჭიღლაძე+105  და ლუკა ჩიკვილაძე 105 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ.

უაღრესად დრამატული ბრძოლის შემდეგ ლუკა ჩიკვილაძე ვერცხლის მედალოსანი გახდა, ჭაბუკა ჭიღლაძემ კი მესამე ადგილი დაიკავა.

“სტრონგმენების” ტურნირი ტიტულოვანი ქართველი ათლეტის, გიორგი დოინჯაშვილის “ტახის” ბანერის ფონზე ჩატარდა.

ლუკა ჩიკვილაძემ სპეციალურად ამ შეჯიბრისთვის დაიკლო წონა, საქართველოში, 105 კილოგრამში ასეთი შედეგით  ჯერ არავინ დაბრუნებულა.

ჭაბუკამ კი +105 მძიმე წონით კატეგორიაში, უმძიმეს ბრძოლაში, უძლიერეს სპორტსმენებთან, ქულების სულ მცირედი  სხვაობით, მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებმა პირველად შეძლო ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრზე 2 საპრიზო ადგილის დაკავება და თასის საქართველოში ჩამოტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები