„Let’s Ride “- მოდი, ვიმოგზაუროთ – ნინო არობელიძის ახალი სიმღერა

“Let’s Ride” – მოდი, ვიმოგზაუროთ – ჩიკაგოში მცხოვრები ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი ნინო არობელიძე  სცენური სახელით “Girl Named Nino” (გოგონა სახელად ნინო), ახალ სიმღერაზე გადაღებულ კლიპს აქვეყნებს, ვიდეოში თბილისისა და ჩიკაგოს ქუჩებია გადაღებული. ორი ქალაქი – რომელთაც ხელოვანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა მოახდინა.

ჯაზი, ინდი როკი, სოული, ალტერნატიული როკი, არტ როკი, ბაროკო-პოპი და კლასიკური მუსიკა ის ძირითადი ჟანრებია, რომელთა შეზავებითაც გამორჩეული ხმის ტემბრის მქონე მომღერალი უნიკალურ მუსიკას ქმნის. ნინო არობელიძე ფორტეპიანოზე, გიტარაზე, ბასგიტარაზე, სიმებიან და დასარტყმელ ინსტრუმენტზე უკრავს. მას ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში უკვე ასეულობით კონცერტი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები