ემიგრაციაში აღმოჩენილი ნიჭი და ქართველი თვითნასწავლი ხელოვანის ექსკლუზიური ნამუშევრები ნიუ-იორკიდან

7 წელია ემიგრაციაშია. ამერიკაში გამგზავრება ოჯახთან ერთად მოუწია.. როგორც ამბობს ეს წლები რთული, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. ოკეანის გადაღმა მიეცა საშუალება თავი ახალი კუთხით აღმოეჩინა და საკუთარი დიზაინით აქსესუარების შექმნა დაიწყო. ყველა მისი ნამუშევარი ექსკლუზიურია, არ მეორდება.

ვიდეობლოგის სტუმარი ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი ლეილა ბახტაძე-ქურციკიძეა. ის თვითნასწავლი ხელოვანია და ქმნის ულამაზეს სამკაულებს და აქსესუარებს. თავისუფალ დროს ხატვაც უყვარს და მის კოლექციას გამორჩეული ხელწერით შექმნილი ნახატებიც ამშვენებს.

,,ჩემი დაინტერესება აქსესუარების დიზაინით ალბათ ოჯახის ფაქტორმა განაპირობა – ქალიშვილი და სიძე არქიტექტორები არიან, ძირითად სპეციალობას ხატვას უთავსებენ. ასევე ჩემი სიძე შესანიშნავ ნივთებს ქმნის ტყავისგან. მეც დავინტერესდი ამ მასალით და დღეს ჩემს ნამუშევრებს ტყავთან ერთად, ბუნებრივი ქვებისგან ვქმნი.

ბევრი აქსესუარი გაჩუქებული მაქვს, ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ყველა მათგანში დიდ სიყვარულს ვდებ. ჩემი ნამუშევრები მოხვდნენ მანჰეტენზე სხვადასხვა გალერეაში; რამოდენიმე ნაკეთობა გატანილი იყო FASHION WEEK კვირეულზე;  საერთაშორისო ფესტივალზე ,,ნიუ-იორკის მარგალიტი“; ასევე წარმატებული ქართველების დაჯილდოებაზე; ყოველ წელს ვმონაწილეობ ყველასთვის საყვარელ ამერიკულ თბილისობაზეც…“

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები