,,დრო არ დაკარგოთ ოცნებებში“ – მაია იორელის ცხოვრება სცენაზე

ვიდეობლოგის სტუმარია ავსტრიაში მოღვაწე ხელოვანი მაია სასწრაფოშვილი, იგივე მაია იორელი-ზალატაია. მომღერალი მსახიობი, ქორეოგრაფი… – მისი მოღვაწეობის არეალი საკმაოდ ფართოა.

მას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის კულტურის და ხელოვნების სფეროში, ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის წოდება აქვს მინიჭებული და ერთადერთი ქართველია, ვინც ამ სტატუსს ატარებს. (მაია იორელთან ერთად, მსგავსი ტიტულის მფლობელი ოპერის ცნობილი მომღერალი ანა ნეტრებკოც გახდა).

მაია იორელი-სასწრაფოშვილი შეყვანილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი ქალების წიგნში მე-19 საუკუნიდან დღემდე. მინიჭებული აქვს ასევე ყველაზე წარმატებული ქართველი ემიგრანტი ქალის ტიტული.  არის ”Astro – Georgisches Theater“ პრეზიდენტი ვენაში. ასევე ვენაში 18 წლის წინ, საფუძველი ჩაუყარა და  ქართული საეკლესიო გუნდი დააარსა. არსებობს მისი სახელობის ცენტრი და ფონდი…

როგორია წარმატებული ხელოვანის სამომავლო მიზნები და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს – ნახეთ ინტერვიუ ვიდეობლოგში ,,მედიატორი”.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები