თბილისში ესპანელი მწერალი ირია კოიასო იმყოფება

მწერალთა სახლის ორგანიზებითა და UNESCO-ს პროექტის ,,თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი’’ (Tbilisi – World Book Capital) მხარდაჭერით, გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში თბილისში ესპანელი მწერალი ირია კოიასო იმყოფება, 3 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე ირია კოიასო მწერალთა სახლის რეზიდენციაში (Tbilisi Writers’ House Residency) იცხოვრებს და წიგნზე მუშაობას დაასრულებს. ირია კოიასოს შემდეგ, მწერალთა სახლის რეზიდენცია უკრაინელ მწერალს ანასტასია ლევკოვას უმასპინძლებს – ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

„პროექტის პარტნიორები არიან მწერალთა რეზიდენცია ლა კორუნიაში, ლვოვის ქალაქის საბჭო და “ლვოვი – იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი” გაცვლით სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილე ქართველი ავტორები მწერალთა სახლის და „თბილისი – მსოფლიო წიგნის დედაქალაქის“ ღია კონკურსის შედეგად შეირჩნენ. ლა კორუნიას რეზიდენციაში თაკო ფოლადაშვილი და თეა თოფურია გაემგზავრებიან, ხოლო ლვოვის რეზიდენციაში ნანა აბულაძე იცხოვრებს და პარალელურად 15-19 სექტემბერს საერთაშორისო ფესტივალ “ლვოვის წიგნის ფორუმს” დაესწრება,“- აღნიშნულია მწერალთა სახლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები