ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ ანთაურის გუნდი ბრწყინვალე გამოსვლას განაგრძობს.

ლევან ოჩიგავამ მთავარი მწვრთნელის ყველა მითითება შესანიშნავად შეასრულა, 117/146/263 კგ. დაძლია და სამი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

გარდა ამისა ძალოსანმა აკვრაში ევროპის რეკორდი დაამყარა და საქართველოს რეკორდები ატაცში  2კგ.-ით,  აკვრაში 4კგ-ით, ხოლო ორჭიდში 8კგ-ით გააუმჯობესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები