იაპონიაში სუშის რესტორნების ცნობილ “სუში ძანმაიას” ქსელში მომხმარებელი ქართულ ღვინოს დააგემოვნებს

იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, იაპონიაში, სუშის რესტორნების ერთ-ერთ ცნობილ “სუში ძანმაიას” ქსელში მალე მომხმარებელი ქართულ ღვინოს დააგემოვნებს.

საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ ლეჟავა იაპონიის სუშის რესტორნების ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი ქსელის, “სუში ძანმაის” პრეზიდენტს, ბატონ კიოში კიმურას შეხვდა და ქართული ღვინის უნიკალურობის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის შედეგად, გადაწყდა, რომ მალე “სუში-ძანმაის” ქსელში ქართულ ღვინოსაც ვიხილავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები