გიგი ბუთბაია University of New Hampshire-მა სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით მიიღო

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, გიგი ბუთბაია სწავლას აშშ-ში განაგრძობს.

გიგი University of New Hampshire-მა სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით მიიღო. ის ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე მაღალი ენერგიების თეორიის მიმართულებით ისწავლის.

გიგიმ 2019 წელს მონაწილეობა მიიღო გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართულ ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც თავისი სამეცნიერო კვლევის შედეგები წარადგინა.

“გიგიმ კვლევის ფარგლებში ანალიზურად და რიცხობრივად შეისწავლა ელისის ჭიახვრელის (Wormhole) მეტრიკაში რადიალური ჰიდროდინამიკური დინებების თვისებები და ბგერის გავრცელება ასეთ გარემოში იპოვა საინტერესო ფიზიკური რეჟიმები, რომელიც შესაძლებელს ხდის ასტროფიზიკური ჭიახვრელის იდენტიფიკაციისთვის საჭირო თვისებების დადგენას. აღნიშნული სამეცნიერო ნაშრომი კი  საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალ International Journal of Modern Physics D-ში გამოქვეყნდა.

გიგი ასევე იყო ფიზიკის საერთაშორისო ტურნირის – International Young Physicists’ Tournament-ის მონაწილე 2017 წელს.“ – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები