კონკურსი დიასპორული ორგანიზაციებისთვის – “შესაძლებლობების განვითარების ლაბორატორია”

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა გამოაცხადა კონკურსი  “შესაძლებლობების განვითარების ლაბორატორია.”

„კონკურსი მიზნად ისახავს ევროპასა და პარტნიორ ქვეყნებში დიასპორული ორგანიზაციების, ასევე რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერებას ცოდნითა და უნარებით, რათა გაიზარდოს დიასპორის ჩართულობა,“ – ნათქვამია ქართული დიასპორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსზე განაცხადი ესპანურ, ინგლისურ, რუსულ, არაბულ და ფრანგულ ენებზე მიიღება. განცხადების წარდგენის ბოლო ვადა კი 2021 წლის 29 აგვისტოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები