„რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასკვნითი ღონისძიების სახით ჩატარდა

მოძრავი გამოფენა – უპრეცენდენტო კამპანია „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ – 7 აგვისტოს, 18:00 საათზე დედაქალაქში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასკვნითი ღონისძიების სახით ჩატარდა. ღონისძიება კიკნაძეების ოჯახმა იმპროვიზირებული ქართული ცეკვით გახსნა.

საქართველოს უსაფრთხოების ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი კამპანიის  პირველი ღონისძიება 4 ივლისს ქალაქ თბილისში, დედა ენის ბაღში დაიწყო, შემდეგ მოიარა 4 დიდი და სტრატეგიული ქალაქი – მარნეული, რუსთავი, გორი და ქუთაისი.

ფოტოპოსტერები ყველა რეგიონიდან, მხატვარ-დიზაინერების მიერ გამოგზავნილი 130 ნამუშევრიდან შეირჩა და მოძრავი გამოფენის იდეაც კონკურსის გამოცხადებასთან ერთად დაიბადა. კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, მონაწილეობას უცხოელი ტურისტებიც იღებდნენ და საკუთარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს სპეციალურ ბანერზე წერდნენ.

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (GISP) 2019 წლის 10 სექტემბერს დაფუძნდა. ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მავნე გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ მიზნით, გასულ წელს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი „ცხინვალი 1920“. ეს ფილმი ისტორიული დოკუმენტებითა და წყაროებით გამყარებული პასუხია კრემლისა და სეპარატისტული რეჟიმის მიერ ისტორიის ფალსიფიცირების მცდელობაზე.

მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას GISP-ი მომავალშიც აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები