„მეტი თანადგომისთვის“ – საქველმოქმედო ღონისძიება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის „მეტი დეველოპმენტისგან“

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, კრწანისის მუნიციპალიტეტის მხადაჭერით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება – „მეტი თანადგომისთვის“ – გაიმართა. ღონისძიებას გასართობმა ცენტრმა, „ბუმ ბუმმა“ უმასპინძლა.

ქვეყანაში პამდემიით გამოწვეული მძიმე ემოციური მდომარეობის გათვალისწინებით, კომპანია „მეტი დეველოპმენტმა“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქველმოქმედო აქცია 30 ბენეფიციარის მხადასაჭერად გამართა. მხიარული ანიმატორების დახმარებით, მოზარდები 2 საათის განმავლობაში, სახალისო თამაშობებითა და შეჯიბრებებით გახალისდნენ.

ღონისძიებაში კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძეც ჩაერთო, რომელიც მიესალმა „მეტი დეველოპმენტის“ წამოწყებას და განაცხადა, რომ კრწანისის გამგეობა მსგავს ღონისძიებებს ყოველთვის დაუჭერს მხარს.

„„მეტი დეველოპმენტმა“ დიდი საჩუქარი გაუკეთა კრწანისელ ბავშვებს. ჩვენ მივესალმებით ამ წამოწყებას. რა თქმა უნდა, თბილისის მერია და კრწანისის გამგეობა კვლავაც გააგრძელებს ბავშვების, განსაკუთრებით, სოცალურად დაუცველი მოზარდების მხარდაჭერას,“ – აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.

„მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელის, პაპუნა ხაზალიას განცხადებით, ადამიანებზე ზრუნვას კომპანია საკუთარ მოვალეობად თვლის, ამიტომ საქველმოქმედო პროექტებს ის მომავალშიც განახორციელებს.

„ზრუნვა ადამიანებზე, ქვეყანაზე, მომავალ თაობაზე არის თითოეული ჩვენგანის ვალი. პირადად მე ბედნიერი ვარ იმით, რომ კომპანია „მეტი დეველოპმენტი“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. მსგავსი კამპანიები სამომავლოდაც გვაქვს დაგეგმილი,“ –  აღნიშნა პაპუნა ხაზალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები