სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

დღეს სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

მან პირველ შეხვედრაში (რეიტინგში მე-8 ნომერია) ეგვიპტელი მეტოქე მოჰაბ სამერი ანგარიშით 15:10 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში, ასევე ეგვიპტელ, ზიად ელსილს ანგარიშით 15:12 სძლია.

ოლიმპიური თამაშების 1/4 ფინალში ქართველმა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი – კორეელი სანგუკ ოჰი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:12 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში, უნგრელ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან 13-15 დამარცხდა.

სანდრო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას,15:20 საათზე, სამხრეთ კორეელ ჯუნ ჰვან კიმთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები