ვულკანის მახლობლად ნაპოვნი ნიჭი და ქართველი ემიგრანტის ,,ხელნაკეთი ემოციები“

ნანა ზურიაშვილი 2013 წლიდან ემიგრაციაშია. ცხოვრობს იტალიის პატარა ისტორიულ ქალაქ პოცუოლში. უჩვეულო სილამაზის პოცუოლი გაშენებულია მოქმედ ვულკანზე, ნანა მასთან ახლოს, ზღვის სანაპიროზე იტალიელ მეუღლესა და 3 შვილთან ერთად დასახლდა.

მან იტალიაში ყოფნისას, საკუთარ თავში აღმოაჩინა ხელსაქმისა და კულინარიის ნიჭი. ასე დაიბადა ბლოგი emozioni fatte a mano (ხელნაკეთი ემოციები) სადაც სათამაშოებთან და ხელნაკეთ ნივთებთან ერთად, ადგილი დაიკავა სენსორულმა წიგნებმაც და ბლოგი ,,გურმანია”, სადაც კულინარიულ რეცეპტებს ანთავსებს. ძალიან უყვარს ხატვა და მომავალ წელს არქიტექტურის შესწავლასაც გეგმავს. ნანა ზურიაშვილი მეუღლესთან ერთად, ქველმოქმედებითაც არის დაკავებული. წყვილმა ფილიპინებში გოგონა იშვილა დისტანციით. სენსორული წიგნები კი, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის უფასოდ შექმნა.

,,მათ ვისაც საშუალება აქვთ, მოვუწოდებ დაეხმარონ გაჭირვებულებს. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, ვიდრე სხვის გაბედნიერებაში მონაწილეობის მიღება. ამას სიამოვნებით აკეთებს ჩემი ოჯახი. იტალია ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა. აქ მე შემიყვარეს, დაიჯერეს ჩემი, გამამხნევეს და მითხრეს, რომ მეტი შემეძლო… და მართლაც შევძელი. ამიტომ დააჯერეთ ერთმანეთი თქვენს შესაძლებლობებში და ნახავთ, როგორი უშრეტი ენერგიით აგავსებთ ცხოვრება…” – ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ საუბრისას ნანა.

ვრცლად ნანას ამბავი ვიდეობლოგში ,,ემიგრანტული ამბები”.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები