ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ ზაზა გახელაძის ოჯახს ეწვია

22 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახს ეწვია. მის შვილებს, ანანოს და მარიამს, დაპირებისამებრ, ბიბლიოთეკა მოუწყვეს. გოგონები „გურული დღიურების“ ფონდის სტიპენდიატები არიან.  

„ქვემო ჭალაში ჩავედით – ზაზა გახელაძეს და მის საოცარ ოჯახს გათავისუფლება მივულოცეთ. კიდევ – ანანოს და მარიამს დაპირებული ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ეს გოგონები მაისიდან ჩვენი ფონდის სტიპენდიატები არიან. დღეს გადავწყვიტეთ და მათ სტიპენდია სკოლის დასრულებამდე შეუნარჩუნდებათ. განათლებით დავძლევთ ოკუპაციას“, – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ეკვილიბრიუმი საგანმანათლებლო მოძრაობაა. ის 2012 წელს დაფუძნდა და ამ იდეის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გახლავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები