საქართველოს ნაკრებმა IYPT 2021- ზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

7-14 ივლისს ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი IYPT 2021 გაიმართა. ტურნირს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ნინი ქუჩულორია (კომაროვის სკოლა); ნიკა ნიკურაძე (კომაროვის სკოლა);  ნიკა მალცევი (კომაროვის სკოლა); ლევან ლოლაშვილი (ვეკუას  სკოლა), ნენე ჟვანია (ვეკუას სკოლა). ნაკრების მწვრთნელები: ბექა ბზეკალავა, მარიამ მჭედლიძე, ლაზარე ოსმანოვი და გიორგი ბახტაძე, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირი (International Young Physicists’ Tournament ან IYPT) არის გუნდური შეჯიბრება სკოლის მოსწავლეთა შორის. ტურნირის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება სამეცნიერო სამუშაოებში, შესაბამისად შეჯიბრის ფორმატი მიახლოებულია კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნების საერთაშორისო სტანდარტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები