,,მიყვარს ადამიანები და მათი დახმარება“ – ქართველი ექიმი რეზიდენტი აშშ-დან

გიგი ღელაღუტაშვილმა საქართველო 2 წლის წინ დატოვა და სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრა. დღეს ქალაქ ჰამილტონში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ, რეზიდენტურის იმ პროგრამაში მოხვდა, რაზეც დიდი ხნის მანძილზე ოცნებობდა და პენსილვანიის შტატში, St. Luke’s University Health Network-ში წარმატებით შეუდგა საქმიანობას. მისი სახით ამერიკას კიდევ ერთი ახალი ქართველი ექიმი რეზიდენტი შეემატა.

გიგი მოტივირებულ ახალგაზრდებს, ვინც სწავლასა და კარიერის დაწყებას ამერიკაში აპირებენ, საკუთარ გამოცდილებას სიამოვნებით უზიარებს. როგორია ახალგაზრდა ექიმის გეგმები და უკავშირდება თუ არა  საქართველოს, ნახეთ ვრცლად ვიდეობლოგში.

,,ჩემთვის მთავარი მოტივატორი იყო დედა და მისი საქმიანობა, ისიც ექიმია. ბავშვობაში, როდესაც სამსახურში მივყვებოდი, ვხედავდი როგორი იმედითა და მადლიერებით სავსე თვალებით შეჰყურებდნენ პაციენტები და მინდოდა მეც გავყოლოდი მის გზას. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც მიბიძგა პროფესიად ექიმობა ამერჩია.”

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები