თბილისი FIBA-ს 20-წლამდელთა ევროჩელენჯერს უმასპინძლებს

2021 წლის 20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, თბილისი კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას, FIBA-ს 20-წლამდელთა ევროჩელენჯერს მასპინძლობს, რომლის ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ  (FIBA) კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა.

ევროჩელენჯერის ფარგლებში საქართველოში ჩამოვლენ ისეთი მაღალი რანგის გუნდები, როგორებიც არიან  საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი.

„„ბაბლის“ სისტემის მიხედვით, ექვსივე ნაკრები – საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი თბილისში შეიკრიბა და ერთ სასტუმროში დაბინავდა. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ აქვთ.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ექვს გუნდიანი ჯგუფის მონაწილენი ერთ წრედ ითამაშებენ და გამარჯვებული ის გახდება, რომელიც ასპარეზობას ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულებს“, – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამაშები თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები