შიმკენტიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიკიაკომპანია FlyArystan-მა შიმკენტიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.

„შიმკენტი – მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით არის შესაძლებელი. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილის, ლევან ცხადაძის განცხადებით, ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი სამი მიმართულების მსგავსად მოთხოვნადი იქნება.“ – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები