სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულია

სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში, „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულია.

მან საფინალო ტურში პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა და პირველი პრემია და მსმენელის სპეციალური პრიზი დაიმსახურა, რომლის მფლობელიც ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.

სანდროს პირველ პრემიასთან ერთად  ფულადი ჯილდოც (25000 €) გადაეცა.

„მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ პირველი პრემიის ლაურეატი ორწლიან კონტრაქტს აფორმებს, რომლის მიხედვითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიგეგმება საკონცერტო პროგრამა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები