საცხობების ქსელი “ანტრე” ლონდონშია

საცხობების ქსელი “ანტრე” ლონდონშია, ქსელის პირველი კაფე ბრიტანეთში, ნოთინგ ჰილ გეითის #138 -ში 5 ივლისს გაიხსნა.

„ანტრე ლონდონი“ ქსელის საეთაშორისო ექსპანსიის ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.

“ანტრე” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით წარსდგა, აქცენტი აქ ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოზე გაკეთდა, სადაც ცნობილ ევროპულ კერძებთან ერთად უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებია წარმოდგენილი.

„ანტრეს“ ჯგუფმა ლონდონის განვითარებაში 1.3 მილიონი ფუნტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, ქსელი ბრიტანულ ბაზარზე ექსპანსიას ახლო მომავალში გეგმავს.

დღეისათვის საცხობების ქსელი ანტრე 15 ობიექტს თბილისში, 5 ობიექტს ბაქოში და 1 ობიექტს ლონდონში ფლობს, სექტემბერში ბაქოში ქსელის რიგით მეექვსე კაფე გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები