ბედნიერი გარემო ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებითვის „ეკოსითი დიღომში“ – პროექტის გაყიდვები უპრეცედენტო ფასდაკლებით დაიწყო

შალვა გოგიძის პირველი ჩიხის 4 ნომერში სულ მალე ძალიან მყუდრო, ეკოლოგიურად სუფთა და ინკლუზიური დასახლება შეიქმნება. აქ, ალბათ, ყველანაირი ადამიანი მოიყრის თავს, განსხვავებული სურვილებითა და მიზნებით, რომლებსაც ერთი რამ გააერთიანებს – ბედნიერი გარემო მათთვის და მათი ოჯახებისთვის.

როგორც „მეტი დეველოპმენტის“ ყველა სხვა „ეკოსითის“, მასაც იმ ადგილის სახელი ერქმევა, სადაც კომპანია ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებულ სამშენებლო პრინციპებს დანერგავს. ამრიგად, „მეტი დეველოპმენტის“ რიგით მესამე „ეკოსითი“ – „ეკოსითი დიღომი“ – გამწვანებული ეზოთი, ბავშვთა სათამაშო და სპორტული მოედნებით, აქტიური და პასიური დასვენების ზონებით, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგით, ველობილიკებით, ელექტრომობილების დამტენებითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით, თავის პირველ მობინადრეებს დაელოდება.

პროექტირების პროცესში, არქიტექტორებთან ერთად, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იყვნენ ჩართულნი. როგორც „მეტი დეველოპმენტის“ მთავარი არქიტექტორი გიორგი გაბუნია აღნიშნავს, კომპანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დენდროლოგებთან, სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტებთან, კონსტრუქტორებთან, მასალის მომწოდებლებთან და ყველა სხვა საჭირო მიმართულების სპეციალისტებთან თანამშრომლობდა, რათა საუკეთესო არქიტექტურული კონცეფცია შერჩეულიყო და მომავალი მობინადრეებისთვის იდეალური შედეგი შეეთავაზებინათ.

ფაქტობრივად, ყველაფერი, რის გამოც მობინადრეებს საცხოვრებელი ადგილებიდან შორს უწევთ ხოლმე წასვლა, მათივე ეზოში იყრის თავს. ბევრ საინტერესო და სასიამოვნო დეტალთან ერთად, აქ ჩიტებისთვის პატარა სახლებსაც კი შეხვდებით.

რაც შეეხება დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, მისგან 700 მეტრ რადიუსში სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ-საქმიანი ობიექტია წარმოდგენილი: საფეხბურთო მოედნები, კორტები, რესტორნები და ა.შ. მოკლედ, თუ ეზოდან გამოსვლა დაგჭირდებათ, შორს წასვლა მაინც არ მოგიწევთ. ყველაფერს თქვენთან ახლოს იპოვით.

რაც მთავარია, ტერიტორიას დაუბრკოლებლად აქვს პირდაპირი წვდომა მზის სხივებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აქ განლაგებულია სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ხეები, რომელთა წყალობით, კომპლექსის ეზო წყნარი და ეკოლოგიურად სუფთა იქნება. თანაც, დასახლების გარშემო არასდროს შეგაწუხებთ გადატვირთული საავტომობილო მოძრაობა.


გაიგეთ მეტი „მეტი დეველოპმენტის“ შესახებ


(გიორგი გაბუნია) – „ზოგადად, ნებისმიერი ობიექტის დაწყებამდე არქიტექტორების ჯგუფი ტერიტორიის დეტალურ კვლევას ვატარებთ. ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, მათ შორის, ინსოლაცია, აერაცია, დენდროლოგია და დაშორება სამანქანო ნაკადებიდან, ჩვენთვის იდეოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფაქტორების გამო, არაერთხელ გვითქვამს უარი ისეთ წინადადებაზე, რომელიც, ბიზნესის თვალსაზრისით, კომპანიისთვის მომგებიანი იქნებოდა, თუმცა წამგებიანი გამოდგებოდა მობინადრისთვის, ვისი ინტერესიც ჩვენთვის პირველ ადგილზე დგას. ჩვენ არასდროს დავინტერესდებით ტერიტორიით, რომელსაც მზესთან არ აქვს პირდაპირი წვდომა, გარშემო კი, ხეებისა და აქტიური დასვენების ზონების ნაკლებობაა.

კომპლექსი 3 ბლოკისგან შედგება. გასართობი, სპორტული, დასასვენებელი და ინკლუზიური ინფრასტრუქტურის გარდა, ტერიტორიაზე ეკომობილობის ბევრ ინიციატივასაც მოვუყარეთ თავი. მაგალითისთვის, მიწისზედა ავტოსადგომი გამტარი მოკირწყვლით მოპირკეთდება. შედეგად, საპარკინგე ადგილი ასფალტით არ დაიფარება. მის ნაცვლად, იქნება გამტარი ზედაპირი, რომელიც წვიმის წყალს, ნაცვლად სადრენაჟე სისტემაში გადამისამართებისა, მიწის მოსარწყავად გამოიყენებს და ხელს შეუშლის მის დაგუბებას. პრიორიტეტული წვდომის ავტოსადგომები,  შესაბამისი სისტემების ინტეგრირებით, დაეთმობა შშმ პირებსა და ელექტრო მანქანების მფლობელებს. ასევე, მიწისქვეშა სართულზე დამატებით განთავსდება მოტოციკლეტების პარკინგი და თვითმომსახურების ავტოსამრეცხაო.

თავად საპროექტო ნაგებობა მიწის ზევით 19 სართული იქნება. შეიფუთება მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური მოსაპირკეთებელი მასალებით, მოაჯირებით და მინა-პაკეტით. ტერიტორიაზე დაიდგმება ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები და ინკლუზიური ფანტანები 3 პოზიციით, რომლით სარგებლობას ზრდასრულიც, ბავშვიც და შინაური ცხოველიც შეძლებს. შენობა დაპროექტდება მდგრადი განვითარების პრინციპებით, ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტებითა და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე.  „მეტი დეველოპმენტში“ მცირე დეტალებსაც ყურადღებას ვაქცევთ და გვინდა, ჩვენი კომპლექსის ტერიტორიაზე ჩიტებისთვისაც დავკიდოთ პატარა სახლები და საკვებურები.“


ისევე, როგორც ყველა სხვა „ეკოსითის“ შემთხვევაში, ამ ობიექტზეც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებს, მაღალი ხარისხის ხმისა და თბოიზოლაციას, გარშემო კი – ბევრ სიმწვანეს… ეს ის ბაზისური მოთხოვნებია, რომლებიც ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არა მხოლოდ გარკვეულ კვადრატულ მეტრს ყიდულობს, არამედ ცხოვრობს მაღალი ხარისხისა და კომფორტის მქონე კომპლექსში, რომელიც შესაბამის გარემოში მდებარეობს, ეკოლოგიურად ჯანსაღ ადგილას. სწორედ ესაა ყველა „ეკოსითის“, მათ შორის, „ეკოსითი დიღომის“ მთავარი მახასიათებელი.

 

როგორც გიორგი გაბუნია განმარტავს, მიწის ნაკვეთი 6 650 კვ.მ-ს შეადგენს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, დააპროექტოს შიდა საუბნო ველოგზები ისე, რომ ადამიანებმა ველოსიპედებით სეირნობა ტერიტორიიდან გაუსვლელად შეძლონ. კომპლექსის ცენტრში განთავსებული იქნება დიდი საზოგადოებრივი სივრცე, ბავშვთა სათამაშო მოედნები და ღია სავარჯიშო დარბაზი, რომელთაც წრეს დაარტყამს ველობილიკი.


(გიორგი გაბუნია) – „არქიტექტურულად, საკმაოდ დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ, რათა გაგვეკეთებინა ისეთი ღია გეგმარება, რომ მობინადრემ, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შეძლოს ბინების გაერთიანება და საინჟინრო ნაწილმა ამაში ხელი არ შეუშალოს. რაც შეეხება თავად ოთახების ფართებს, ეს მონაცემები ასე გამოიყურება: საერთო ოთახის მინიმალური და მაქსიმალური ფართი 18-დან 40კვ.მ-მდეა, საძინებლის – 14-დან 22კვ.მ-მდე, სამზარეულოსი 8-დან 15კვ.მ-მდე და სველი წერტილის 3-დან 10კვ.მ-მდე.

გვიხარია, რომ ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტი დეტალი შეგვიძლია გავითვალისწინოთ და მეტად მოვერგოთ მომხმარებელს.“


„ეკოსითი დიღომის“ გაყიდვები უკვე დაწყებულია… „მეტი დეველოპმენტი“ ყოველთვის ცდილობს, მომხმარებელს განსაკუთრებული და მომხმარებელზე მორგებული  პირობები შესთავაზოს. გადახდის პირობები კიდევ უფრო მეტად ხელსაყრელია მაშინ, როცა საქმე ემიგრანტებს ეხება.

„მეტი დეველოპმენტის“ გაყიდვების დეპარტამეტის უფროსის, თამარ სეფერთელაძის თქმით, კომპანიას ემიგრანტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. შეღავათიანი პირობებით, ისინი ცდილობენ, გახდნენ ხიდი, რომელიც ემიგრანტებს უცხო ქვეყნებიდან საკუთარ სამშობლოში და რაც მთავარია, საკუთარ სახლებში დააბრუნებს. სწორედ ამიტომ, უპრეცედენტო ფასდაკლებით დაიწყო გაყიდვები „ეკოსითი დიღომშიც.“


(თამარ სეფერთელაძე) – „პირველ გაყიდულ 10 ბინაზე, ერთიანი გადახდის შემთხვევაში, მობინადრე „ეკოსითი დიღომში“ 1 კვადრატულ მეტრზე 150-დოლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებს, რის შედეგადაც ის, შეძენილი ფართის მიხედვით, საშუალოდ, 24 000 დან – 45 000 ლარამდე შეღავათს მიიღებს.

ახალი პროექტის ფარგლებში, 30%-იანი წინასწარი შენატანის ნაცვლად, ემიგრანტები შემოიტანენ 0%-ს. დარჩენილი თანხა კი, შიდა უპროცენტო განვადებით, 40 თვეზე გადანაწილდება.“

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები