„ჭკვიანი“ სახლი – „მეტი დეველოპმენტის“ ახალი მიმართულება მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის

„ჭკვიანი“ სახლი პოპულარული ტერმინია, რომელიც ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გაგვიგია. ზოგადად, რას მოიცავს ეს ტერმინი, ამაზე ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ, მანამდე კი გვინდა, ის გითხრათ, თუ რას ნიშნავს „ჭკვიანი“ სახლი სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტისთვის“. კომპანიის დიზაინერის, დაჩი ხაზალიას თქმით, ის სამ პრინციპს მოიცავს: კომფორტს, უსაფრთხოებას და – „მეტი დეველოპმენტისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს –  შშმ პირებზე ადაპტირებული გარემოს კიდევ უფრო მეტად ადაპტირებას და მათთვის ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას.

-რას გულისხმობს „ჭკვიანი“ სახლის კონცეფცია?

(დაჩი ხაზალია – „მეტი დეველოპმენტის“იტნერიერის დიზაინერი) –„ჭკვიანი“ სახლი თანამედროვე ტექნოლოგიაა,რომელიც მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს ადამიანს. საკმარისია ამ ტექნოლოგიის ერთხელ გამოყენება და მასზე ურაის თქმა საკმაოდ რთული ხდება.

ზამთრსა თუ ზაფხულში თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ადგილმდებარეობიდან აკონტროლოთ სახლის ტემპერატურა, რაც შეამცირებს კომუნალურების გადასახადს და დადებითად იმოქმედებს ეკოლოგიაზე.  სახლის „დაჭკვიანება“ გვაძლევს საშუალებას, ყველაფრი ვმართოთ მობილური ტელეფონით ან სხვა სასურველი მოწყობილობით. ყველაფერს, რაც ელექტროენერგიას მოიხმარს, ერთი აპლიკაციით გააკონტროლებთ. ასევე, შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ, თუ რა პერიოდში ჩაირთვება განათება და სასურველი ტემპერატურა.

როგორც ინტერიერის დიზაინერს, მიმაჩნია, რომ ყოველ სახლს თავისი ხასიათი გააჩნია და „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების მრავალფეროვნების საშუალებით, მაქსიმალურად შეგვიძლია მომხმარებლის ხასიათთან მიახლოვება, რაც საოცრად კომფორტულ გარემოს ქმნის.

-საინტერესო იქნება, „ჭკვიანი“ სახლის ფუნქციები უფრო დეტალურად განვიხილოთ. კიდევ რას გვთავაზობს ეს ტექნოლოგია?

-„ჭკვიან“ სახლს ძალიან ბევრი პლუსი აქვს, თუმცა ახლა რამდენიმე მათგანზე გავამახვილოთ ყურადღება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი კარის „ჭკვიანი“ საკეტია, რომელიც ასევე სმარტფონიდან კონტროლდება. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა საკეტი თითის ანაბეჭდზე რეაგირებდეს ან სახის ამომცნობი სისტემა დაყენდეს. ეს, ერთი მხრივ, ზრდის კომფორტსა და უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ – არ გიწევს გასაღების ტარება და შესაბამისად, მის დაკარგვაზეც არ ინერვიულებ, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა.

საინტერესო ფუნქციაა ჟალუზების კონტროლი, რომლის წინასწარ განსაზღვრითაც არეგულირებთ გახსნასა და დახურვას. ამგვარად, ოთახში მზის სხივებს თქვენთვის სასურველ დროს შემოუშვებთ, ხოლო სპეციალური კონდიციონერის საშუალებით, სახლში, ტემპერატურასთან ერთად, ტენიანობის კონტროლსაც შეძლებთ. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც მცენარეები უყვარს. მით უმეტეს, თუ საქმე ეგზოტიკურ მცენარებს ეხება.

მნიშვნელოვანი ფაქტორია კვამლის ამომცნობი დეტექტორი, რომელიც კვამლისა და ხანძრის შემთხვევაში, „ლუქსინის“ აპლიკაციაში მოგაწვდით ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ მესამე პირი არ არის ჩართული თქვენი სახლის კონტროლის პროცესის არცერთ ეტაპზე.

„ჭკვიანი“ სახლი ვიდეოკონტროლსაც მოიცავს. შესაძლებელია სახლში მცირეწლოვანი ბავშვი გყავდეთ, რომელზეც ძიძა ზრუნავს, თუმცა გინდათ ყოველთვის საქმის კურსში იყოთ და პირადად აკონტროლებდეთ პროცესს… ან შინაური ცხოველი გყავდეთ, რომელსაც სმარტფონით მიადევნებთ თვალყურს და მშვიდად იქნებით, სანამ სამსახურიდან დაბრუნდებით.

„ჭკვიანი“ სახლი არის გარემო, რომელსაც შენ თავად ქმნი და სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობ.

-ცხადია, სასიამოვნოა, როცა ტექნოლოგიების უახლესი მიღწევებით სარგებლობა შეგვიძლია, თუმცა მისი განვითარების პარალელურად, კიბერდანაშაულის რისკი იზრდება. არის თუ არა ამ მხრივ უსაფრთხო „ჭკვიანი“ სახლი და რამდენად ექვემდებარება ის ჰაკერულ თავდასხმებს?

-„ჭკვიანი“ სახლი მაქსიმალურადაა დაცული, რადგან ყველაფერი შიდა სისტემაში ფუნქციონირებს და კონტროლირდება „ლუქსინის“ სპეციალური აპლიკაციით.

-რამდენი ხანია, რაც „მეტი დეველოპმენტმა“ „ჭკვიან“ სახლზე მუშაობა დაიწყო და ვინ არის თქვენი პარტნიორი?

-უკვე 6 თვეა, რაც ამ პროცესში ჩავერთეთ. ზოგადად, როდესაც რომელიმე კომპანიასთან კავშირს ვამყარებთ, ბაზარს შევისწავლით და საუკეთესო შედეგების მქონე პროფესიონალებთან ვიწყებთ თანამშრომლობას. ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელთანაც „ჭკვიანი“ სახლის მიმართულებით თანამშრომლობა დავიწყეთ, „ლუქსინია“. ესაა კომპანია, რომელიც ბაზარზე ყველაზე ხარისხიან პროდუქციას ქმნის.

-რატომ გადაწყვიტეთ აგეთვისებინათ ეს ტექნოლოგიური სიახლე?

-მოგეხსენებათ, ჩვენ ეკოსითებს ვაშენებთ, რაც მაღალ საცხოვრებელ სტანდარტებს გულისხმობს. გარდა ამისა, გვსურს, რომ შშმ პირებს ცხოვრება გავუმარტივოთ. მგონია, რომ „ჭკვიანი“ ტექნოლოგიები ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტია, რადგან ის ამ ორივე მიზანს აერთიანებს.

-რა უპირატესობა აქვს „მეტი დეველოპმენტის“ „ჭკვიან“ სახლს კონკურენტების შეთავაზებებთან შედარებით და რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა ის?

-როგორც გითხარით, ჩვენს პარტნიორ კომპანიას, „ლუქსინს“, ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია აქვს. ზოგადად, გავრცელებულია მოსაზრება, რომ სახლის „გაჭკვიანება“ საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება. ამ კომპანიას, მაღალი ხარისხის გარდა, საკმაოდ შეღავათიანი ფასები აქვს. ენერგიის დაზოგვით, რის საშუალებასაც „ჭკვიანი“ სახლი გვაძლევს, მონტაჟისთვის საჭირო ხარჯები საკმაოდ მალე გაბათილება. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ ბაზარზე, მაღალი ხარისხისა და ბიუჯეტური ფასის გათვალისწინებით, საკმაოდ სასურველ და გამორჩეულ პროდუქტს ვქმნით.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ჭკვიანი“ სახლი კატეგორიებად იყოფა. მომხმარებლის ბიუჯეტისა და სურვილის მიხედვით, შესაძლებელია მასში დამატებითი კომპონენტების გაითვალისწინება და უფრო „დააჭკვიანება“ ან პირიქით – ამოკლება და სულაც, მინიმალური პაკეტის არჩევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები