„მეტი დედამიწისთვის“

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონის გამგებელის, ბექა მიქაუტაძის ინიციატივითა და სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებლის, პაპუნა ხაზალიას ორგანიზებით, გარემოსდაცვითი აქცია – სლოგანით „მეტი დედამიწისთვის” გაიმართა.

კრწანისის რაიონში, 300 არაგველის სახელობის სკვერში, „მეტი დეველოპმენტისა“ და გამგეობის თანამშრომლებმა ნერგები დარგეს. აღნიშნული ღონისძიებისა და სამომავლოდ ურთიერთანამშრომლობის შესახებ, სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელ პაპუნა ხაზალიასა და კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძეს შორის შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა. შეხვედრის ფარგლებში გარემოსდაცვითი და სხვადასხვა სოციალურ-საქველმოქმედო სახის ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო საკითხები განიხილეს. მათ შორის, დაიგეგმა გარემოსდაცვითი მიმართულებით მასშტაბური კამპანია – „მეტი სუფთა გარემო“, რომელიც მიმდინარე წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნება.

სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახორციელებდა და მომავალშიც აგრძელებს გარემოსდაცვითი, სოციალური და საქველმოქმედო სახის ღონისძიებების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით იმ რაიონების მხადასაჭერად, სადაც კომპანია ოპერირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები