ვაქცინირებულ მოგზაურთათვის თბილისი ევროპის 15 საუკეთესო მიმართულებას შორის პირველ ადგილზეა

საერთაშორისო გავლენიანი გამოცემა Forbes 2021 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულებების (EBD) ახალ რეიტინგს აქვეყნებს. ვაქცინირებულ მოგზაურთათვის ევროპის 15 საუკეთესო მიმართულება ევროკავშირის ტურიზმის სამინისტროებისა და ორგანიზაცია „European Best Destinations“-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა.
თბილისთან ერთად სიაში მადეირა, (პორტუგალია) კეფალონია, (საბერძნეთი) აზორის კუნძულები, (პორტუგალია) კრეტა, (საბერძნეთი) ისლანდია, კავტატი, (ხორვატია) სევილია, (ესპანეთი) ათენი, (საბერძნეთი) რუბერგი, (დანია). როდოსის კუნძული, (საბერძნეთი) კოპენჰაგენი, (დანია) კანარის კუნძულების, (ესპანეთი) კოს კუნძული, (საბერძნეთი) და სტოკჰოლმი (შვედეთი) მოხვდა.
 „თბილისი გასულ ზაფხულს ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად აღიარეს. საქართველოს დედაქალაქი იმ ტურისტულ მიმართულებებს შორის აღმოჩნდა, სადაც კოვიდ-19-მა შედარებით ნაკლები გავლენა მოახდინა.
კულტურა, ბუნება, ისტორია, გასტრონომია, შოპინგი: თბილისი ზაფხულში სამოგზაუროდ ევროპის ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს შორის პირველ ადგილზეა.  საქართველოს დედაქალაქი ერთდროულად არის ტრადიციული, თანამედროვე, კოსმოპოლიტანური, მულტიეთნიკური, ნამდვილად უნიკალური და ავთენტური.”- წერს Forbes-ის ჟურნალისტი „European Best Destinations“-ზე დაყრდნობით. Forbes-ის ინფორმაციით, საქართველოში სამოგზაუროდ მთელი მსოფლიოდან ვაქცინირებულ ტურისტებს კარანტინის და დამატებით ტესტის გავლა არ ესაჭიროებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები