აშშ-ში, კედელზე მოხატული ძველი თბილისი და საქართველოს პოპულარიზაცია უცხო ქვეყანაში – თამი მოსულიშვილის ექსკლუზიური ნამუშევრები

თამარ მოსულიშვილი 4 წელია აშშ-ში, ვირჯინიის შტატში მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს. პროფესიით მხატვარია. საქართველოს დატოვების შემდეგ, საყვარელი საქმისთვის არ უღალატია და ახლა უკვე ამერიკაში განაგრძობს აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას. ფერწერის გარდა, ქმნის ბატიკის ტექნოლოგიით დამუშავებულ შარფებს, ბალიშის პირებს და სხვადასხვა ექსკლუზიურ ნივთს.

თამის ნამუშევრებში ქართული თემატიკა ჭარბობს. შარფებსა და ბალიშის პირებზე შესრულებული ძველი თბილისის ხედები უცხოელების მოწონებას ხშირად იმსახურებს. აბრეშუმზე მოხატულმა ძველმა თბილისმა ცოტა ხნის წინ შენობის ფასადზეც გადაინაცვლა.

როგორ იწვევს ამერიკელების გაოცებას ქართულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები ნახეთ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები