ქართველმა ძიუდოისტებმა „გრანდ სლემზე“ რვა მედალი მოიპოვეს

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ბოლო საჭიდაო დღეს ქართველებმა ხუთი მედალი მოიპოვეს და ასპარეზობა დაასრულეს.

„გრანდ სლემის“ ბოლო საჭიდაო დღეს ბრინჯაოს მედალი ბექა ღვინიაშვილმა (90კგ)  მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ფინალში ლაშა ბექაური (-90 კგ) ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდა, გაიმარჯვა და ისრაელში პირველ ქართულ ოქროს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლები 100კგ-მდე წონით კატეგორიაში ილია სულამანიძეს და მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილს (+100 კგ) ხვდათ წილად და ბოლო გამარჯვება და მეორე ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ პირველ საჭიდაო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს და თემურ ნოზაძემ კი ვერცხლის მედლები დაიმსახურეს, ხოლო მეორე დღეს ნუგზარ ტატალაშვილმა გულშემატკივარი ბრინჯაოს მედლით გაახარა.

ამგვარად, ქართველმა ძიუდოისტებმა ისრაელში გამართულ „გრანდ სლემზე“ სულ რვა მედლი მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები