მარიამ კაპანაძის ანიმაციურ ფილმს “მიტოვებული სოფელი” ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციურ ნამუშევარს “მიტოვებული სოფელი” ტოკიოს ფოტოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს.

ფილმის ჩვენება იებისუს ხელოვნებისა და ალტერნატიული ხედვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. თავად ფესტივალი 1995 წლიდან არსებობს და წელს იგი 5-21 თებერვალს ჩატარდება.

“მიტოვებული სოფელი” პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც მას გადაეცა იაპონიის საგარაო საქმეთა სამინისტროს ჯილდო.

“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და “ქართული ფილმი-აფხაზეთი”-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები