ბორჯღალოსნებმა რუსები კვლავ დაამარცხეს – საქართველო 16 – 7 რუსეთი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ბოლო შეხვედრაში რუსეთს უმასპინძლა. 

ჰიმნის შემდეგ ბორჯღალოსნებმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყეს. თუმცა რუსეთის ნაკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია მათ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. თუმცა, ჩვენმა გუნდმა ტრადიციას არ უღალატა, მეორე ტაიმში დაწინაურდა და საბოლოოდ ანგარიშით 16:7 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი გასული წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და 2021 წლის 7 თებერვალს მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები