,,არ აქვს მნიშვნელობა სად გვიწევს ყოფნა, ეს საერთო საქმეა და ჩვენ ერთნი ვართ,“- ქართული სათვისტომო კატალონიაში საინტერესო პროექტებითა და გეგმებით

„ქართული სათვისტომო კატალონიაში” 2016 წელს ბარსელონაში დაარსდა. ორგანიზაციის მიზნებში თანამემამულეების გაერთიანებასა და ემიგრანტების დახმარებასთან ერთად, განსაკუთრებული ადგილი ახალ თაობაში სარწმუნოების, ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას უკავია.

სათვისტომოსთან ფუნქციონირებს საკვირაო და სამრევლო სკოლები, ქართული ხალხური ცეკვისა და მუსიკალური სტუდიები. სათვისტომო ქართულ სამრევლოსთან ერთად, უამრავი საინტერესო წამოწყების მოთავეა და ესპანეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას ყოველთვის გვერდით უდგას. ასე იყოს უმძიმეს პერიოდშიც, კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე.

ვიდეობლოგში ,,მედიატორი” ვსაუბრობთ სათვისტომოს ხელმძღვანელთან გიორგი მეტრეველთან.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები