ქართველმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში, რომელიც ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაიმართა, ქართველმა კარატისტებმა ოთხი მედალი  – ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონის ტიტული სერგო მოვსესიანმა (65 კგ) და ლაშა ოზბეთელაშვილმა (75 კგ) მოიპოვეს და ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის მფლობელები გახდნენ.

თენგიზ ბასტოიანმა (75 კგ) და ოთარ ესიტაშვილმაც (85 კგ) თავიანთ წონით კატეგორიებში ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

ევროპის ჩემპიონატზე 24 ქვეყანა მონაწილეობდა და ამ ქვეყნებს შორის საქართველომ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები